ახალი ამბები
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული რამინ გულუა ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ფახულანის სოფელ წყოუშის მკვიდრი რამინ გულუა, რომელიც რუსმა სამხედროებმა ფახულანი-საბერიოს ე.წ. საზღვართან დააკავეს, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

დაკავებულის ცოლის ციალა გულუას ინფორმაციით, მის მეუღლეს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებოდა ბრალად.

„მეორე დღეს გავიგეთ, რომ დაკავებული იყო. მათ ჯარიმის გადახდა მოითხოვეს 4 800 რუსული რუბლის ოდენობით. სამი დღის შემდეგ გადავიხადეთ ეს თანხა და ჩემი მეუღლე გამოუშვეს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გულუამ.

70 წლის რამინ გულუა სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 13 ივნისს დააკავეს.


Print