რეგიონი
ზუგდიდში არბიტრაჟის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენლებმა ბიზნესის სფეროში დავების მოგვარების ალტერნატიული მეთოდების, კერძოდ, არბიტრაჟის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს. მას ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და იურისტები დაესწრნენ.

საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ხელმძღვანელის ბექა ინჯიას თქმით, მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს არბიტრაჟის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. მისივე განმარტებით, არბიტრაჟი დავების ალტერნატიული მოგვარების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს სასამართლოების დატვირთვას, ამცირებს დავების მოგვარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს და უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას.

,, არბიტრაჟის შეახებ ცნობიერება დაბალია, სწორედ ამიტომ ამ შეხვედრების მიზანია ცნოაბდობის გაზრდა. რითაც დავეხმარებით სასამართლოს განტვირთავს და ზოგადად ბიზნეს დავეხმარებით დავების ეფექტურად გადაჭრაში’’- აღნიშნა ინჯიამ.

შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების მენეჯერი პიტერ დენისი ესწრებოდა. ის შეკრებილებს გაესაუბრა და საარბიტრაჟო სისტემის მნიშვნელობასა და ეფექტურობას გაუსვა ხაზი.

„ბიზნესის წარმომადგენლების თავისუფალი გადაადგილებისა და ევროპელ პარტნიორებთან დაკავშირების მიზნით, შევქმენით შესაძლებლობები სპეციფიური ქართული პროდუქტების ექსპორტისათვის. კანონმდებლობისა და სასამართლო სისტემის გაუმჯობესების გზით ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ ქართველ მეწარმეთა ინტერესების დაცვას. მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელი არბიტრაჟის განვითარებას, რადგან ეს ხშირად ზედმეტად გრძელი და ძვირად ღირებული სასამართლო პროცესის კარგი ალტერნატივაა“, - თქვა დენისმა.

ცენტრმა საინფორმაციო კამპანია ივნისის დასაწყისში დაიწყო და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. ის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრმლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით იმართება.


Print