რეგიონი
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში ტესტირების პირველ დღეს 18 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 869 აბიტურიენტიდან 18 არ გამოცხადდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის საგამოცდი ცენტრის დირექტორმა ნანა ქირიამ განუცხადა.

მისივე ცნობით, გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს მეორე ნაკადზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის პროცესი 15:00 საათზე დაიწყო და 19:15 წთ-ზე დასრულდება.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებს 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.




ამავე თემაზე:

ზუგდიდში გამოცდებზე ექვსი აბიტურიენტი არ გამოცხადდა

აბიტურიენტები: მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო ცენტრში დისკომფორტია (ვიდეო)
Print