რეგიონი
ზუგდიდში ლიანდაგების ქურდობის მცდელობისთვის 4 პირი დაკავეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალაბასთუმანში სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ისინი მაშინ დააკავეს, როცა რკინიგზის 46 მეტრი სიგრძის ლიანდაგების მოპარვას ცდილობდნენ.

უწყების ცნობით, ოთხივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Print