რეგიონი
ანაკლიაში წელს პირველი ბიზნესფესტივალი 12 ივლისს გაიხსნება
ანაკლიაში წელს პირველად "ანაკლიობა" ჩატარდება. ბიზნესფესტივალი 12 ივლისს გაიხსნება და 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე, ტურიზმის სფეროში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლები. ფესტივალზე 50-მდე კვებისა და სასმელი პროდუქტების კომპანია, სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები, ხელოვნებისა და ფოტო სტუდიები, ტურ-ოპერატორები და სატრანსპორტო კომპანიები იქნება წარმოდგენილი.

ანაკლიობაზე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებაცაა დაგეგმილი.

ფესტივალის მიზანი ტურიზმის სექტორის გაძლიერება, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და მათი შემოსავლების ზრდაა.

ფესტივალის გახსნას მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები და მოსახლეობა დაესწრება.




Print