ახალი ამბები
ადიდებულმა მდინარემ ჩხოროწყუში საავტომობილო ხიდს ბურჯი გამოაცალა
ჩხოროწყუში უხვმა ნალექმა სხვადასხვა პრობლემა შექმნა. ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა სოფელ კირცხის ტერიტორიაზე ხობი–საჯიჯაო–ლესიჭინე – სენაკის საავტომობილო ხიდს ბურჯი გამოაცალა, რის შედეგადაც ხიდი მწყობრიდან გამოვიდა. ჩხოროწყუს მინიციპალიტეტსი გამგეობის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე აკრძალულია როგორც სატრანსპორტო, ასევე ქვეითი მოძრაობა.



გარდა ამისა, ადიდებული ღელეები და მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის ეზოები. წაღებულია ხე–მცენარები.



სტიქიის ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.



სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს მუდმივმოქმედი კომისია ითვლის.


ფოტო: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა
Print