რეგიონი
უნარების გამოცდის პირველ დღეს ზუგდიდში 20 აბიტურიენტი არ გამოცხადდა (ვიდეო)
ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღეს, ზოგადი უნარების გამოცდაზე ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში რეგისტრირებული 869 აბიტურიენტიდან 849 გამოცხადდა. საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის ნანა ქირიას ინფორმაციით, გამოცდები დარღვების გარეშე მიმდინარეობს.

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების თქმით, ტესტები საშუალო სირთულის იყო, თუმცა საკუთარი ნამუშევრის იმედი აქვთ. მათ საგამოცდო ცენტრთან ახლობლები ელოდებოდნენ. ადგილზე სამაშველო, საპატრული და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.



ზოგად უნარებში ეროვნული გამოცდა ხვალ დასრულდება.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 39 000 აბიტურიენტი აბარებს. მათ ტესტირება ქართულ ენისა და ლიტერატურაში უკვე ჩააბარეს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ზოგადი უნარების გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

Print