რეგიონი
ანატოლი ბიბილოვი სოხუმში ჩავიდა
დღეს სოხუმში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დელეგაციას ფსოუს საზღვარზე დე ფაქტო აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია, საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე და სხვა ოპფიციალური პირები დახვდნენ.

აფხაზური მედიის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრები, რომელბზეც „თანამშრომლობასა და ურთიერთობების სამომავლო განვითარებაზე იმსჯელებენ“.

ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი ხვალ 8 ივლისს დასრულდება.

Print