რეგიონი
განმუხურის მაჟორიტარი დარჩელი-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაციას ითხოვს (ვიდეო)
განმუხურის მაჟორიტარი დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ემზარ ახალაია დარჩელი-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტიციას ითხოვს. მან ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, აღნიშნული საკითხი მან სხდომაზე რამდენჯერმე დააყენა, თუმცა უშედეგოდ.

„ ოთხი წელია ამ პრობლემაზე ვსაუბრობ, უკვე აღარც მახსოვს რამდენჯერ დავაყენე ეს საკითხი სხდომაზე. სავალალო მდგომარეობაა, შეიძლება ხიდი ნებისმიერ დროს ჩაწყდეს. ჯერ კიდევ ედიშერ თოლორაი დაგვპირდა ხიდის რეკონსტრუქციისთვის თანხების გამოყოფას და შესაბამისი სამუშაოების დაწყებას თუმცა, შემდეგ გვითხრეს, რომ ეს წყალში ჩაყრილი თანხა იქნებოდა “ , - აღნიშნა ახალაიამ.

თავის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ დეპუტატს უთხრა, რომ ხიდთან დაკავშირებით ინფორმირებულია და აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.

„ განმუხური - ანაკლიის მიმართულებით ყველა პროექტი და პროგრამა უნდა განხორციელდეს, ეს ხიდიც აუცილებლად გაკეთდება, იმიტომ რომ ანაკლია-განმუხურში საერთაშორისო ფესტივალი Gem fest-ი ტარდება“, - განაცხადა ნანავამ.



Print