ახალი ამბები
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი, თითქმის, ორი საათია, გაჩერებულია
ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო მატარებელი სენაკიდან 7 კილომეტრში, თითქმის, ორი საათია, გაჩერებულია. როგორც რადიო „ათინათს“ მგზავრებმა უთხრეს, ვაგონებში არ არის შუქი და სასმელი წყალი. მგზავრებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან.

“გვითხრეს, რომ ძაბვის ვარდნაა და ელმავალს ელოდებიან. რკინიგზაში ჩვენ დავრეკეთ და მათ ინფორმაცია მგზავრებისგან მიიღეს. სავარაუდოდ, მატარებელს აქვს დაზიანება“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მგზავრმა ნინო მჭედლიშვილმა.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მატარებელს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა და რამდენიმე წუთში დაიძრება.


ფოტო: ზურაბ ლოგუა

Print