ახალი ამბები
სტიქია ხობში - დატბორილია საავტომობილო გზა და სახლების პირველი სართულები (ფოტო)
ხობის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და ღელეების ადიდება გამოიწვია.



პირველ მაისში, ხეთასა და ხამისკურში დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები და საავტომობილო გზები.



ხობის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შესაძლებელია. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.



„ავტომობილებს ცენტრალურ გზაზე მიმართულებას ვაძლევთ, სავალ გზაზე მოძრაობა აკრძალული ან შეფერხებული არ არის“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი შონიამ.



სტიქიის ზონაში იმყოფებიან ხობის გამგებელი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია.

Print