ახალი ამბები
ადიდებულმა მდინარე აბაშამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
მარტვილში, მდინარე აბაშაში მამაკაცი დაიხრჩო. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე გრიგალავას ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა და წყალი მოულოდნელად მოვარდა.

"საქონელთან ერთად ცდილობდა მდინარის გადმოლახვას. ორივე წყალმა ცოტა ხნის წინ, დაახლოებით, ერთ კილომეტრში გამორიყა. ადგილზე სამაშველო ოპერაციებში ჩართული იყვნენ შესაბამისი სამსახურები, თუმცა მამაკაცის გადარჩენა შეუძლებელი იყო.", - უთხრა რადიო "ათინათს" გამგებელმა.

გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
Print