რეგიონი
სამეგრელოში ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ (ვიდეო)
ვეტარანებს და მათი ოჯახის წევრებს უახლესი აპარატურით, სხვადასხვა სახის გამოკვლეევბს ჩაფიძის ცენტრის ექიმები უტარებენ. მათ სამედიცინო გამოკვლევები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით უტარდებათ. გამოკვლევები უკვე გაიარა 200-მდე ვეტერანმა, საჭიროების შემთხვევაში ისინი მედიკამენტებსაც უფასოდ მიიღებენ.

სამედიცინო აქცია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება. უახლოეს მომავალში კი სამეგრელოში, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება.
Print