ახალი ამბები
ხობში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან (ფოტო)
ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, იმ სოფლებში, სადაც წყალდიდობამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა, კომისიის წევრები არსებულ ვითარებას ეცნობიან.



გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველადი მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად დაზარალდა ასამდე ოჯახი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები.



გარდა ამისა, ზუგდიდი-თბილისის საავტომობილო გზის ხობის რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.



ამ დროისთვის ხობის მუნიციპალიტეტში არ წვიმს.

ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ამავე თემაზე:

სტიქია ხობში - დატბორილია საავტომობილო გზა და სახლების პირველი სართულები (ფოტო)

Print