რეგიონი
ოკუპირებულ გალში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემა დაიწყო
ოკუპირებულ გალის რაიონში ე. წ. ბინადრობის მოწმობა გაიცემა პირზე, ვინც გალში 1999 წლის ოქტომბრიდან ან 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობს. აფხაზური მედიის ცნობით, აღნიშნული მოწმობის მისაღებად საჭიროა შემდეგი საბუთები:

. განაცხადი

. ცნობა საცხოვრებელი ადგილის და ოჯახის წევრების შესახებ

. დაბადების მოწმობა, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ქართულიდან რუსულ ენაზე

. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ფორმა #9 და უცხო ქვეყნის პასპორტი)

. ფოტოსურათი 4x6 - 2 ც.

. გადახდის ქვითარი

. თითის ანაბეჭდი


ბინადრობის მოწმობის მისაღებად 940 რუბლია საჭირო.

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს საპასპორტო-სავიზო სამმართველოს ხელმძღვანელი ედუარდ მანარგია აცხადებს, რომ გადამოწმების პროცესი 2 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება. საბუთების ჩაბარების შემდეგ კი ფორმა ნომერ 9-ის მოქმედების ვადა 2 თვით გახანგრძლივდება, ვიდრე პირს ე. წ. ბინადრობის მოწმობას არ დაუმზადებენ.

უწყების ინფორმაციით, ვისაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი აქვს, ბინადრობის მოწმობით ენგურის  ცენტრალური ხიდის გავლით მიმოსვლას თავისუფლად შეძლებს. ბინადრობის მფლობელს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ აფხაზური პასპორტის მქონე პირებს ექნებათ.

პირველი იანვრიდან დღემდე გალში 36 ე. წ. აფხაზური პასპორტია გაცემული.
Print