ახალი ამბები
მოვაჭრეები: ბაზარს ცეცხლი წაუკიდეს
ფოთის პოლიციაში დაზარალებული მოვაჭრეების დაკითხვა დასრულდა. დაკითხვიდან გამოსული მოვაჭრეების თქმით, მათ გამოძიებას მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდეს.

დამწვარი მაღაზიების მეპატრონეების ვერსიით, ბაზარს ცეცხლი სპეციალურად წაუკიდეს, თუმცა არ იციან, ვინ იყო ამით დაინტერესებული.

ცნობისთვის, ფოთში დამწვარი სავაჭრო ცენტრის მაღაზიების მფლობელების ნაწილი ბაზრის ადმინისტრაციას დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მანამდე დაზარალებულებმა აქცია გამართეს.

ამავე თემაზე:

დაზარალებული მოვაჭრეები დაკითხვაზე იმყოფებიან

ფოთში დამწვარი ბაზრის მოვაჭრეები ზარალის სასწრაფოდ დათვლასა და ანაზღაურებას ითხოვენ (ფოტო)

გუბერნატორი ფოთის სავაჭრო ცენტრის ხანძარზე: ვითარება ძალიან მძიმეა

ფოთის ბაზარში ხანძარი ლოკალიზებულია
Print