ახალი ამბები
მიყენებული თვითდაზიანება და გადაკეტილი გზა - მეთევზეები ფოთში აქციებს გააგრძელებენ
ფოთში მეთევზეები გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგელებთან მოლაპარაკებებით უკმაყოფილოები არიან და მოთხოვნების სრულ დაკმაყოფილებას ითხოვენ. მოლაპარაკებების შედეგად ცნობილი გახდა, რომ თევზაობა ნათხარის ტერიტორიაზე დასაშვებია, რაც შეეხება მეთევზეების სხვა მოთხოვნებს დაცულ ტერიტორიებზე თევზაობის ნების დართვის შესახებ, სამინისტროს ცნობით, აუცილებელია, რომ ისინი ამ დროისთვის არსებულ კანონმდებლობას დაემორჩილონ.

აღნიშნულის გამო მეთევზეებმა ცენტრალური მაგისტრალიც გადაკეტეს. ერთ-ერთმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ ეტაპზე კი, ექიმის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მოგვიანებით გზა სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს.

მეთევზეები აქციების შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.


ამავე თემაზე:

ფოთში მეთევზეები აქციას მართავენ
Print