ახალი ამბები
ფოთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
ფოთში, მდინარე რიონის გადასასვლელ ხიდთან, უკანონო თევჭერის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ორი მოქალაქე თევზს უკანონოდ, თევზმახის საშუალებით მოიპოვებდა.

უწყების ინფორმაციით, ამოღებულია 2 ერთეული თევზმახე და რკინის კონსტრუქციის ნავი.

თანამშრომლებმა შესაბამისი აქტიც შეადგინეს.


Print