ახალი ამბები
ფოთში დამწვარი მაღაზიების მფლობელებმა გზა გადაკეტეს
ფოთის ცენტრალურ ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დამწვარი ობიექტების მფლობელებმა დღეს ცენტრალური გზა გადაკეტეს. სამართალდამცავებმა გზა გახსნეს, რასაც მოვაჭრეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. რამდენიმე მოვაჭრისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

დაზარალებულები ხელისუფლებისა და ბაზრის ადმინისტრაციისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი, აქციებით იმუქრებიან.


Print