ახალი ამბები
მესტიაში სახალხო დამცველის ოფისი გაიხსნა
მესტიის მუნიციპალიტეტში ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის ოფისი გახსნა. ეს ქვეყნის მასშტაბით რიგით მეცხრე ოფისია.

"სვანეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პრობლემებია, მათ შორის, მიწის რეგისტრაციის, დიდი ჰესების მშენებლობისა და სხვადასხვა სოციალური საკითხი. აქამდეც ვსწვალობდით ინდივიდუალურ შემთხვევებს, თუმცა ადგილზე ჩვენი წარმომადგენლის ყოფნა უფრო შედეგიანი იქნება. მომართვიანობის გარდა, ჩვენ ჩვენი ინიციატივითაც შევისწავლით არსებულ მდგომარეობას", - უთხრა რადიო "ათინათს" სახალხო დამცველმა.

ოფისს დროებით სახალხო დამცველის სამეგრელო - ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი ლევან პაპავა უხელმძღვანელებს.
Print