რეგიონი
აფხაზეთში რუსი ტურისტების მკვლელობაში ბრალდებულების ვინაობა დასახელდა
დე ფაქტო აფხაზეთის გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო - ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა რუსი ტურისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა ვინაობა. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, დააკავეს ძმები, გუდაუთის რაიონის მკვიდრები, ადგურ და დაურ ჯინჯოლიები. აფხაზური მედიის ცნობით, ერთ - ერთი მათგანი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

ცნობისთვის, 11 ივლისს გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში, ორი ნიღბიანი, შეიარაღებული პირი თავს დაესხა მოსკოვიდან ჩამოსულ ტურისტებს, კაბანოვებისა და ჩიჟიკოვების ოჯახის წევრებს, მათ შორის სამ ბავშვს, რომლებიც ზღვის სანაპიროზე ისვენებდნენ.

წინააღმდეგობის გაწევის მცდლობისას, დამსვენებელთაგან ერთი-ერთი, თავდამსხმელებმა დანით დაჭრეს. მოგვიანებით, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.


Print