რეგიონი
აფხაზეთში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ ჯარისკაცთა ნეშთები იპოვეს
დე ფაქტო აფხაზეთში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული 30 საბჭოთა ჯარისკაცის ნეშთი აღმოაჩინეს, წერს „სპუტნიკ აფხაზია“. საძიებო ექსპედიციის ხელმძღვანელის ნიკოლაი მედვენსკის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჯარისკაცები 1942 წლის 15-16 ოქტომბერს დაიღუპნენ, როდესაც საბჭოთა არმიამ სანჩარის უღელტეხილთან ბრძოლისას მარცხი განიცადა. დაღუპულები ამ დრომდე დაკრძალულები არ ყოფილან. მათი ნეშთები ქვების ქვეშ იპოვეს.

ამავე ცნობით, 20 ივლისს ჯარისკაცთა ნეშთებს სოფელ ფსხუში გადაასვენებენ, ხოლო 22 ივლისს - მიწას მიაბარებენ.

Print