რეგიონი
სოფელ გრიგოლიშს სახელი გადაერქვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშს სახელწოდება შეეცვალა და მას დღეიდან ალერტკარი ეწოდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.

საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას თქმით, სოფელს სახელწოდება მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე შეეცვალა.

ცნობისთვის, ადრე ეს სოფელი გაერთიანებული იყო ყულიშკართან და მას ალერტკარის უბანი, სოფლის ცენტრში არსებული ალერტის ეკლესიის სახელწოდებიდან გამომდინარე ერქვა. მეზობელ სოფელს ის 1934 წელს გამოეყო და სახელი გრიგოლიში ამავე უბნის მკვიდრის კომუნისტ გრიგოლ როგავას პატივსაცემად ეწოდა.


Print