რეგიონი
NDI: მთავრობის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 10% აფასებს
,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს. კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას - 1% პასუხობს - ძალიან კარგად, 9% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 23% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, ხოლო 12% - ძალიან ცუდად.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

Print