რეგიონი
NDI: გამოკითხულთა 59%-ისთვის ქალაქისა და მუნიციპალიტეტის გაერთიანება მიუღებელია
,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის’’ კვლევის მიხედვით,  7 თვითმმართველი ქალაქის და თემის გაერთიანება გამოკითხულთა 59%-ისთვის მიუღებელია, 16%-ისთვის მისაღებია, 24%-მა არ იცის  და 1% უარს ამბობს პასუხზე. გამოკითხულთა 52% 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაციას ფლობს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.


Print