რეგიონი
სოხუმი: „ბინადრობის უფლების“ გაცემის ტემპი უნდა გაიზარდოს
სოხუმში გამართულ შსს კოლეგიის სხდომაზე საპასპორტო-სავიზო სამსახურმა ნახევარწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა, წერს „ნუჟნაია გაზეტა“. სამსახურის უფროსის ედუარდ მარღანიას ინფორმაციით, "გამოიწერა აფხაზეთის რესპუბლიკის 24 850 პასპორტი. გაიცა - 20 884. გამოიწერა, მაგრამ, იმ მიზეზით, რომ მათ მისაღებად მოქალაქეები არ გამოცხადდნენ, არ გაცემულა 3 967 პასპორტი. წარმოებაში რჩება - 2 790. პასპორტის გამოცვლაზე უარი ეთქვა - 91 მოქალაქეს".

მარღანიას ცნობით, განსაკუთრებით გააქტიურდა ოჩამჩირის რაიონი, სადაც გაიცა 2312 პასპორტი, ხოლო წარმოებაშია - 513.

რაც შეეხება "ბინადრობის უფლების" დამადასტურებელი ცნობის გაცემას, მარღანიას თქმით, გალის რაიონში გაიცა 23 "ბინადრობის უფლება", წარმოებაშია - 346".

აღნიშნული ანგარიშის შეფასებისას, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, სუს, გენერალური პროკურატურის და "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აღინიშნა, რომ გალის რაიონში ბინადრობის უფლების გაცემის პროცესი უნდა დაჩქარდეს, "რათა არ მოხდეს ეროვნული პროექტის საბოტირება. შესაბამისად, მოქალაქეებზე დროულად უნდა გაიცეს აფხაზეთის პასპორტები, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირებზე - შესაბამისი დოკუმენტები, რათა საბოლოოდ გაირკვეს, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ რაიონში".

Print