რეგიონი
NDI: გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობაა
,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის’’ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58%ის აზრით, ადგილობრივ ხელისუფლებაში (საკრებულო, მერია, გამგეობა) პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. 27% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, 15%-მა კი არ იცის.

კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა, რომ ჩემს ადგილობრივ ხელისუფლებაში ნეპოტიზმის პრობლემა არსებობს, გამოკითხულთა 46% დადებითად პასუხობს, 30% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და 24% კი აღნიშნულ კითხვაზე "არ ვიცის" პასუხობს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.


Print