რეგიონი
სამეგრელოში საქონლის ხორცში ტყვიის დასაშვებზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა
საქონლის ხორცში ტყვიის შემცველობის ნორმის დარღვევის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.78მგ/კგ სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2012-2017 წლებში ტყვიის გადამეტებული ოდენობის აღმოჩენის მონაცემებს მომხმარებელი.ჯი აქვეყნებს. როგორც ირკვევა, 2015-2016 წლებში სამეგრელოში სხვადასხვა პროდუქტში ტყვიის შემცველობის ნორმის დარღვევის 21 შემთხვევა გამოვლინდა. სეს-ის ცნობით, საქონლის ხორცში ტყვიის შემცველობა 0.10მგ/კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

კვლევის თანახმად, პროდუქტებს შორის ყველაზე მეტი დარღვევა საქონლის ხორცის შემთხვევაშია დაფიქსირებული. ხორცში ტყვიის ზედმეტი შემცველობა ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში.

როგორც მომხმარებული.გე, სურსათის ეროვნული სააგენტოზე დაყრდნობით წერს, ყველა ზემოთ აღნიშნულ დარღვევა შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ეცნობა.
Print