რეგიონი
კულტურის სამინისტრო: ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაცია ორ კვირაში დაიწყება
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის რეკონსტრუქციის პროექტი უკვე მზად არის და სამუშაოები, დაახლოებით, ორ კვირაში დაიწყება, - ამის შესახებ რადიო „ათინათს“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს.

მედია კომუნიკაციის სამმართველოს უფროსის ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროექტის მხოლოდ დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

„ახლა ელემენტარულ პროცედურებს გავდივართ. თეატრის გამაგრებით-გაძლიერებითი პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა, არქიტექტურული კი ადგილობრივი თვითმმართველობის. სამუშაოები ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

თეატრის შენობას რეკონსტრუქცია შპს "ად-სტუდიოს" მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ჩაუტარდება.

ზუგდიდის თეატრის შენობა ავარიულია და საფრთხიდან გამომდინარე, იქ სპექტაკლები არ იმართება. დასი ამჟამად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობაში მუშაობს, ხოლო სპექტაკლები კულტურის ცენტრ "ოდიშში" იმართება.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის თეატრის რეკონსტრუქცია თებერვლიდან დაიწყება
Print