რეგიონი
NDI: რესპოდენტები სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრობლემად ამომრჩევლის მოსყიდვას ასახელებს
NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს.

რესპოდენტების 18% -ის აზრით, დაბრკოლება ამომრჩეველთა შევიწროებაა, 14% კი მიიჩნევს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად მთავარი დაბრკოლება ბიუჯეტიდან არჩევნებზე უსამართლოდ ფულის ხარჯვაა, 14% გამოწვევად ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემებს, 12% - საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრას, 12% - ხმის მიცემას რომელიმე კანდიდატისთვის სამსახურის შესანარჩუნებლად, 11% კი კარუსელს ასახელებს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
Print