რეგიონი
ნოქალაქევში ქართველი და ბრიტანელი სამხედრო ვეტერანების რესოციალიზაციის პროექტი დაიხურა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, უნიკალური ნაქალაქარის ტერიტორიაზე, ქართველი და ბრიტანელი სამხედრო ვეტერანების რესოციალიზაციის პროექტი დაიხურა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველი ივნისიდან სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის იყო საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციაც. ყოფილი სამხედროები მონაწილეობას იღებდნენ როგორც საველე, ასევე, ლაბორატორიულ სამუშაოებში.



პროექტი „ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიების ქართველი და ბრიტანელი ყოფილი სამხედრო პირების რესოციალიზაცია“ ყოფილი ჯარისკაცების საომარი მოქმედებებისას მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმების შემსუბუქებასა და მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციას ისახავდა მიზნად.

მას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ბრიტანეთის ვინჩესტერის უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებდნენ.

Print