რეგიონი
ბიჭვინთაში მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია სამი ადამიანი
ბიჭვინთაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზიას“ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრეს - სამსახურის უფროსმა მიზან ლომიამ განუცხადა.

მისივე ცნობით, რუსული ავიაკლუბის კუთვნილ მსუბუქძრავიან თვითმფრინავში იმყოფებოდნენ პილოტი - ვიტალი სემიონივი სამარიდან, და ორი მგზავრი, ანდრეი უგოლოვი, მოსკოვის ოლქიდან და 11 წლის ეკატერინა გარიშჩევა.

უფრო ადრე, 6 ივლისს, ბიჭვინთაში ავარიულად დაეშვა მსუბუქი თვითმფრინავი А – 33. შემთხვევის შედეგად სამმა ადმიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო, თუმცა, პილოტიც და მგზავრებიც გადარჩნენ.


Print