რეგიონი
საოკუპაციო ხაზთან დაკავებული როგავების სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
რუსი სამხედროების მიერ სოფელ რიყესთან, ენგურის სანაპიროზე დაკავებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა როგავების სასამართლო პროცესი სოხუმში დღეს გაიმართება.

როგავების ოჯახის წევრის, თინათინ როგავას ინფორმაციით, მათ სახაზინო ადვოკატი დაუკავშირდა და სასამართლო სხდომის შესახებ აცნობა.

„დაგვირეკა ადამიანმა, რომელიც რუსულ ენაზე საუბრობდა და გვითხრა, რომ შეეცდება, მამაჩემი და ჩემი ძმა დეკემბერში გაათავისუფლონ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ როგავამ.

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული როგავების მიმართ დე ფაქტო რესპუბლიკის საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მათ ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: "საზღვრის უკანონო გადაკვეთა და ხელისუფლების წარმომდგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევა". ისინი მიმდინარე წლის 5 აპრილს დააკავეს.


ამავე თემაზე:

რიყეში დაკავებულ მამა-შვილს 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

როგავების ოჯახმა ენგურის ხიდზე ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთან მისვლა სცადა (ვიდეო)
Print