Gus Gus: შესანიშნავი საღამო იყო, მე ეს ქვეყანა მიყვარს (ვიდეო)
14:29 / 29.07.2017
Gem fest-ის სცენაზე მუსიკალურმა ჯგუფმა Gus Gus –მა დაუკრა.
ისლანდიური წარმოშობის ჯგუფმა მსმენელს ორ საათიანი
მუსიკალური პროგრამა შესთავაზა. ჯგუფის სოლისტმა Daníel Haraldsson-მა
ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი ხანგრძლივი და
საუკეთესო ფესტივალი, რომელზეც ოდესმე ყოფილა.
„მე შარშანაც ვუკრავდი Gem fest-ზე, მაშინაც და ახლაც შესანიშნავი
საღამო გამოგვივიდა. შარშან მე გარკვეული დრო დავყავი თბილისში და
მინდა გითხრათ ეს არის არაჩვეულებრივი ქვეყანა, გულკეთილი ხალხით, მე
მიყვარს ეს ქვეყანა”, -აღნიშნა მან.
საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიასა და განმუხურში
პირველად 2015 წელს ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები