ახალი ამბები
ციხელაშვილი: პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა ანექსიის მცდელობაა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დე ფაქტო აფხაზეთში შესაძლო ვიზიტს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა პროვოკაციული ქმედებაა.

„ეს ჯდება ერთიან სურათში - ეს არის განგრძობადი პროვოკაცია. ეს არის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან და ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი ამ პროვოკაციის ნიველირება მოვახდინოთ. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა”, - განაცხადა ციხელაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოხუმში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას რუსული გამოცემა RBK ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, „პუტინს სურს ვიზიტი სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დაწყების წლისთავს დაამთხვიოს“. ამავე ინფორმაციით, მოკლე ვიზიტის ფარგლებში იგეგმება რუსეთის პრეზდენტი შეხვედრა დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან.

ამავე თემაზე:

ვლადიმირ პუტინი 8 აგვისტოს სოხუმში ჩასვლას გეგმავს
Print