SOLOMUN-ის მოსასმენად GEMFest-ზე მაყურებლის რეკორდული რაოდენობა მივიდა (ვიდეო)
14:55 / 04.08.2017
ელექტრონული მუსიკის პოპულარულმა შემსრულებელმა ხორვატმა Mladen Solomun-მა
GEMFest-ის სცენაზე გათენებამდე დაუკრა.
ფესტივალის ორგანიზატორის გიორგი სიგუას თქმით, მის მოსასმენად, 20
000-მდე ტურისტი ჩამოვიდა.
„დამყარებულია მსოფლიო რეკორდი. ამ სცენას 14 აგვისტომდე კიდევ
არაერთი ვარსკვლავი დაიკავებს“, - აღნიშნა სიგუამ.
SOLOMUN საკუთარი კომპოზიციებს GEMFest-ის მთავარ სცენაზე 3 საათიდან
გათენებამდე უკრავდა.
GemFest- ის ფარგლებში დღეს მაყურებლის წინაშე ელექტრონული მუსიკის
შვედური პროექტი - Axwell Λ Ingrosso წარსდგება, რომელიც ლეგენდარული
კოლექტივის - Swedish House
Mafia-ს წევრებმა დააფუძნეს.
შოუ 02.00-ზე დაიწყება და საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები