რეგიონი
GEM Fest-ზე დაკავებულ ბაქარ კორშიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს (ვიდეო)

GEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ

აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, მას მარიხუანის მოხმარების ფაქტზე 500 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

დაკავებულის ადვოკატი 50 ათასი ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მისი წინასწარი პატიმრობისგან გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული არ გაითვალისწინა. დაცვის მხარე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს.

დაკავებული ბაქარ კორშია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრია. 

ბაქარ კორშიას ბრალად ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებულად დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა ედება. საქმე მის წინააღმდეგ 260-ე მუხლის მეექსვე ნაწილით არის აღძრული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

Print