ახალი ამბები
ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება
სვანეთში, კალა-უშგულის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა. უშგულის გამგებლის, ბესო ჩარქსელიანის ინფორმაციით, ცხედრის სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან გაგრძელდება.

"სამაშველო სამსახურმა ენგურიდან მანქანის ამოყვანა შეძლო. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ცხედრის პოვნა ვერ მოხერხდა. ადგილზე მუშაობას ჩქარი დინება და უკვე სიბნელეც ართულებს. როგორც კი გათენდება, სამძებრო სამუშაოებს განვაახლებთ", - უთხრა რადიო "ათინათს" გამგებელმა.

მისივე ცნობით, მძღოლი კალადან Mitsubishi Delica-ს მარკის ავტომობილით წუხელ წამოვიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია.

Print