ახალი ამბები
ხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
ხობის რაიონის სოფელ ხეთაში ავტომობილი ორ ადამიანს დაეჯახა. ერთ-ერთი მათგანი 19 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ხეთაში გაზის მილებს ამონტაჟებდა.

ჯერჯერობით, უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. უწყების ცნობით, ამ წუთებში, ექსპერტიზა მიმდინარეობს.

Print