რეგიონი
განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ლიზერგიდის“ შემცველი 6 ფირფიტა, 3 აბი „მეტადონი“, „მდმა“-ს შემცველი 2 ფირფიტა და ფირფიტის 4 ნაჭერი, 18 შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და 3 შეკვრად დაფასოებული გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გარდა ამისა, მას მარიხუანის, „მდმა“-ს და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე  სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს.


Print