რეგიონი
პუტინი: აფხაზეთთან მჭიდრო კოორდინაცია გვექნება კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველასაყოფად
ბიჭვინთაში გამართული შეხვედრის შემდეგ ვალდიმირ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ პრესისთვის განცხადებები გააკეთეს. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს მჭიდრო კოორდინაცია ექნებათ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველასაყოფად. „საკვანძო როლს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში კვლავაც აფხაზეთში მყოფი რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზა შეასრულებს“ - აღნიშმა პუტინმა.

თავის მხრივ, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა იმ ფინანსურ დახმარებაზე ისაუბრა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.

„8 აგვისტო ღირსსახსოვარი თარიღია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთისათვის. ამ დღეს დაიწყო საქართველოს არმიის მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია და გაბედულმა ზომებმა, რომელთაც რუსეთის ხელმძღვანელობამ მიმართა, თავის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და, რასაკვირველია, შექმნა შესაძლებლობა ჩვენი პატარა სახელმწიფოების აღიარებისათვის, რისთვისაც უდიდეს მადლობას გიხდით“, - განაცხადა დე ფაქტო აფხაზეთის ლიდერმა.

რუსეთის პრეზედენტი 8 აგვისტოს აფხაზეთში „სამუშაო ვიზიტით“ ჩავიდა და დე ფაქრო რესპუბლიკის პრეზიდნეტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ვლადიმირ პუტინმა თავისი ვიზიტი სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დაწყების მეცხრე წლისთავს დაუკავშირა. ეს მისი მეოთხე ვიზიტია აფხაზეთში. ბოლოს, მან 2013 წელს ბიჭვინთაში ალექსანდრე ანქვაბთან გამართა მოლაპარაკებები.

Print