ახალი ამბები
წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
წალენჯიხაში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ მოპოვებული 42,75 მ3 ფიცარი და 27,86 მ3 ნაგვერდული აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქემ ვერ წარმოადგინა ხე-ტყის წარმომავლობისა და კანონიერების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტაცია. უწყების ცნობით, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

Print