ახალი ამბები
მესტიაში ხანძრის ჩაქრობას ამ წუთებში ვერტმფრენი ცდილობს (ვიდეო)
მესტიაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რამდენიმე წუთის წინ ჩაფრინდა. წყლის მარაგის აღების შემდეგ ვერტმფრენის ეკიპაჟი ამ წუთებში, ხანძრის ჩაქრობას ცდილობს.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ხანძარი ბანგურიანის მთის ფერდობზე, სავარაუდოდ, წუხელ გაჩნდა, დილიდან კი მაღალი ტემპერტაურის გამო, 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში რადიო "ათინათს" განუცხადეს, მათთან შეტყობინება დღეს შევიდა, რის შემდეგაც მეხანძრე-მაშველები ადგილზე მივიდნენ. უწყების ცნობით, რთული რელიეფური პირობების გამო სპეციალური ტექნიკის სტიქიის ზონაში შეყვანა ვერ ხერხდება. 

ამავე თემაზე:

მესტიაში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს ამ დრომდე ელოდებიან (ვიდეო)

მესტიაში ტყის მასივი იწვის
Print