GEM Fest-ის თანამშრომლების ნაწილმა დახმარებისთვის საიას მიმართა (ვიდეო)
14:49 / 14.08.2017
GEM Fest-ის ბილეთების კონტროლის თანამშრომლებმა დახმარებისთვის
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის
ორგანიზაციას მიმართეს. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი
ადმინისტრაციისგან უახლოესი ორი დღის განმავლობაში დადებით პასუხს არ
მიიღებენ, ბრძოლას სამართლებრივი გზით განაგრძობენ.
ფესტივალის სტაფის ნაწილს ამ წუთებში GEM Fest-ის მთავარი შესასვლელი
გადაკეტილი აქვს და ფესტივალის სტუმრებს შიდა ტერიტორიაზე არ უშვებს.
მათივე ინფორმაციით, ისინი ბილეთების კონტროლის მენეჯერთან თეკლა
ფაცურიასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ, ასევე, ვერ უკავშირდებიან
GEM Fest-ის ადმინისტრაციას.
„შრომით ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს გიორგი სიგუა აწერს, 42-ვე
თანამშრომლის საბანკო რეკვიზიტებია მითითებული, თუმცა, გუშინ 100-100
ლარი ხელზე მოგვცეს. ნაწილმა არ აიღო, რადან ხელფასს, 500 ლარს სრულად
ვითხოვთ“, - აღნიშნეს GEM Fest-ზე დასაქმებულებმა.
აქციის მონაწილეების თქმით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა და დაშლას არ
აპირებენ.
მასალის გამოყენების პირობები