ახალი ამბები
ზუგდიდში სამი დღის განმავლობაში იწვიმებს
ზუგდიდში მომდევნო სამი დღის განმავლობაში იწვიმებს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, დღეს ზუგდიდში ძლიერად იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა 27-32 გრადუსი იქნება.

„წვიმა დღეს ღამითაც შენარჩუნდება, ხვალ შედარებით უკეთესი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა 29-34 გრადუსამდე აიწევს. ყველაზე დაბალი ტემპერატურა კი 17-ში დაფიქსირდება - 26-31 გრადუსი“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ სააგენტოში.

ზუგდიდსა და ზოგადად, სამეგრელოში, 19 აგვისტოდან ისევ გამოიდარებს.

Print