რეგიონი
რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა
რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს „ხელშეკრულებას“ აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, „აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების“ ფარგლებში. დოკუმენტს ხელი მოეწერა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ფომინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ანატოლი ხრულიოვის შეხვედრისას.

„ხელი მოეწერა საკონტრაქტო დოკუმენტებს აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე. აღნიშნული სამუშაო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ითვალისწინებს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები.

Print