ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში წვიმას ხვალ ელოდებიან
დასავლეთ საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი და დღის ბოლოს გაწვიმდება.

24 აგვისტოს დღისით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს. 25 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +29, +34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, 23 – 24 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით და ქარის გაძლიერება. დანარჩენ დღეებში კი მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება.გარემოს

Print