ახალი ამბები
ენგურში გადავარდნილი მამაკაცის ცხედარი 16 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
მდინარე ენგურში გადავარდნილი მამაკაცის ცხედარი დღეს დილით ადგილობრივმა მოსახლემ კალა - იფარის საზღვარზე იპოვა. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა.

„სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც იყვნენ ჩართული. ცხედარი მდინარიდან უკვე ამოყვანილია“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჟორჟოლიანმა.

სვანეთში, კალა-უშგულის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მანქანა მდინარე ენგურში 6 აგვისტოს გადავარდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.


ამავე თემაზე:

ენგურში მამაკაცის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა

ენგურში გადავარდნილი მანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება
Print