რეგიონი
მესტიაში უნგრელი ტურისტი დაიღუპა
მესტიაში, ჭალაადის მყინვართან ოთხი უცხოელი ტურისტიდან ერთი მთიდან დაგორებულ ლოდს ემსხვერპლა. მესტიის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა რადიო "ათინათს" განუცხადა, რომ ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა. 

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა ქუთაისში უკვე ჩაუტარდა.
Print