ახალი ამბები
გარემოვაჭრეები აქციას ხვალ დილიდან იწყებენ (ვიდეო)
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები რამდენიმე წუთის წინ დაიშალნენ. ისინი საკუთარი სავაჭრო დახლების აღებას აპროტესტებენ და აქციებს ხვალ დილიდან აანონსებენ.

თავის მხრივ, ქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ნუკრი ესართიას განმარტებით, დახლების აღება წყალმომარაგებისთვის აუცილებელ სამუშაოებს უკავშირდება.



„ზუგდიდში ხორციელდება 80 მილიონიანი პროექტი, წყალანირებისა და წყალმომარაგების სიტემის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანული კომპანია, ათი დღეა, გვთხოვს, რომ სამუშაოების დასაწყებად ეს გზა გათავისუფლდეს. ორი დღეა, გარემოვაჭრეებს ვეხვეწებით, დააცარიელონ ტერიტორია. უკიდურეს ზომებს მივმართეთ, როცა მივხვდით, რომ არ აპირებდნენ ადგომას. აპრილიდან გაფრთხილებულები არიან, რომ უნდა დაცალონ ტერიტორია“, - აღნიშნა ესართიამ.

მისივე თქმით, მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატივას გარემოვაჭრეები არ დათანხმდნენ.



ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარეემოვაჭრეების დახლები და სხვა ინვენტარები აიღეს. მოვაჭრეების ნივთების აღების პროცესს ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხელმძღვანელობდნენ.

ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე "ზუგდიდდასუფთავების" სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები.

ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი" დამტკიცდა, თუმცა მიუხედავად აკრძალვისა, გარევაჭრობა ამ დრომდე გრძელდებოდა.

ამავე თემაზე:

მერიის ზედამხედველობის სამსახურსა და გარემოვაჭრეებს შორის შელაპარაკება მოხდა (ვიდეო)

ზუგდიდში გარემოვაჭრეების ინვენტარები აიღეს
Print